ადელმა რეკორდი მოხსნა

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა გაყიდვების მხრივ ყველანაირი რეკორდი დაამხო.

მისი ბოლო ალბომი ”25”, რომელიც 20 ნოემბერს გამოვიდა გაყიდვაში, ერთი კვირის თავზე მხოლოდ ამერიკაში 3,38 მლნ ტირაჟით გაიყიდა. ”25” ეს არის Nielsen-ის ისტორიაში პირველი ალბომი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა და მხოლოდ მეორე ალბომი, რომელიც 2 მილიონიან ზღვარს გადასცდა.

აქამდე მსოფლიო რეკორდი ამერიკულ ჯგუფ NSYNC’-ს ეკუთვნოდა, რომლის ალბომიც No Strings Attached 2000 წლის მარტში პირველივე კვირას 2,42 მლნ ტირაჟით გაიყიდა. გარდა ამისა ”25” არის მხოლოდ მეოცე ალბომი, რომელიც კვირის განმავლობაში მილიონი ტირაჟით გაიყიდა. ”25” ადელის რიგით მესამე ალბომია ”19”-სა და ასევე რეკორდსმენი ”21”-ის შემდეგ, რომელიც თავის მხრივ ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილზე ყველაზე ხანგრძლივად იმყოფებოდა.

ადელის ახალმა ალბომი მომღერლის სამშობლოშიც რეკორდსმენია, სადაც ჯგუფ Oasis-ის რეკორდი გააუმჯობესა, როგორც ყველკაზე სწრაფად გაყიდვადმა ალბომმა.

1997 წელს ”ოაიზისის" ალბომი  Be Here Now 696,000 ტირაჟით გიყიდა.

კოკა კვირკველია