Clearstream ბანკმა "საქართველოს ბანკში" ლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა, Clearstream ბანკმა "საქართველოს ბანკში" ლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს. "საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა, Clearstream ბანკმა "საქართველოს ბანკში" ლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი დაემატა Clearstream ბანკში არსებულ საანგარიშსწორებო ვალუტების ჩამონათვალს, რაც შესაძლებლობას მიცემს რეზიდენტ და არარეზიდენტ ინვესტორებს, მარტივად განახორციელონ ოპერაციები ლარში, საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე Clearstream ბანკის მეშვეობით", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". მათივე განმარტებით, Clearstream ბანკი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების მომსახურების ინდუსტრიაში და მას მუდმივად მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს.

"Clearstream-ი საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია (ICSD) და საერთაშორისო ბაზარზე ემსახურება 2,500 აბონენტს 110 ქვეყანაში პოსტ-სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ფასიანი ქაღალდებით მომსახურების სფეროში", - აღნიშნავენ "საქართველოს ბანკში".