ჩინეთი საქართველოს 26 მლნ იუანის ოდენობის გრანტს გამოუყოფს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა კომბინირებული სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის შეძენისმიზნით, საქართველოს 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე ცნობად იქნა მიღებული და ფინანსთა სამინისტროს ჩინეთის ელჩის ნოტის ტექსტზე თანხმობა მიეცა. ჩინურ მხარესთან კონსულტაციები უნდა აწარმოონ და შესაბამისი დოკუმენტები გააფორმონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა. გრანტის მიმღებ ორგანოდ სწორედ შემოსავლების სამსახური არის განსაზღვრული.