ყაზახეთი WTO-ს წევრი გახდა

ყაზახეთი დღეიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ტელემიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური განცხადება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაკეთდება.

ყაზახეთის პარლამენტმა WTO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება სექტემბერში მოახდინა. მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ 20 წელიწადს გაგრძელდა.

ყაზახეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რიგით 162-ე წევრი გახდა.