ქუთაისში სამვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება

პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში 2017 წლიდან დაიწყებს სტუმრების მიღებას. სამვარსკვლავიან სასტუმროს, „ბესთ ვესტერნის“ მშენებლობას საპარტნიორო ფონდი და კომპანია „კაპიტოლ ჰოლდინგი“ ახორციელებენ.

პროექტის ღირებულების 49%-ს საპარტნიორო ფონდი, 51%-ს კი ადგილობრივი ინვესტორი „კაპი- ტოლ ჰოლდინგი“ გაიღებს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი დოლარია.

სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში შენდება, სადაც 40 სტანდარტული და ლუქსის ტიპის 5 ნომერი განთავსდება. სასტუმროში ასევე იქნება 3 საკონფერენციო დარბაზი, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორნები. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე