"საზოგადოება 2030"-ის ინიციატივით დღეს ფორუმი გაიმართება

"საზოგადოება 2030"-ის ინიციატივით, დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ფორუმი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე". ფორუმის თემაა - "ფინანსური სტაბილურობა, ევროასოცირების ეკონომიკა და საქართველოს განვითარების კორპორაციის მომავალი".

ღონისძიებაში ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები, პროფესიული და აკადემიური წრეები, ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილებას.