ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სწავლას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები დააფინანსებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, განათლების საერთაშორისო ცენტრს, უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო მობილობის ფრანგულ სააგენტო კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფრომაციით, მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ. მემორანდუმს ხელს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და ფრანგული მხარის წარმომადგენელი - საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რენო სალენსი მოაწერენ.