რუს სტუდენტებს თურქეთიდან გააბრუნებენ

რუს სტუნდენტებს, რომლებიც თურქეთში გაცვლითი პროგრამით სწავლობენ, სამშობლოში დააბრუნებენ. ამის შესახებ რუსეთის განათლების სამინისტროში განაცხადეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში 100-მდე სტუდენტი იმყოფება. მათი დაბრუნება უმოკლეს ვადებში იგეგმება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ყველა უნივერსიტეტს გაუგზავნა წერილი, თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. წერილში ასევე ნათქვამია, რომ გაუქმდა რუსი ლექტორებისა და სტუდენტების თურქეთში დაგეგმილი ყველა ვიზიტი. რუსეთის განათლების სამინისტროში განმარტეს, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობამ თურქ პარტნიორებს თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ უკვე აცნობა.

ამასთანავე, რუსეთი არ აპირებს არანაირი ზომების მიღებას იმ თურქ სტუდენტებთან მიმართებაში, რომლებიც ამჟამად რუსეთში სწავლობენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამჟამად 1 000-ზე მეტი თურქი სტუდენტი სწავლობს. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ რუსული თვითმფრინავი სუ-24 ჩამოაგდო.