რუსეთმა სანქცირებული თურქული პროდუქტების სია გამოაქვეყნა

რუსეთის ხელისუფლებამ იმ თურქული პროდუქტების სია გამოაქვეყნა, რომლის შეტანაც რუსეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 1 იანვრიდან იკრძალება.

რუსული მედიის ცნობით, ჩამონათვალში მოხვდა ციტრუსები - ფორთოხალი, მანდარინი, ქათმისა და ინდაურის სუბპროდუქტი, ხახვი, ფერადი კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, მარწყვი, მარილი.

1 იანვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ასევე იკრძალება თურქეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანა სამუშაო შეთანხმების გარეშე. მომავალი წლის 1 იანვრიდან რუსეთი თურქეთთან სავიზო რეჟიმსაც წყვეტს.