სიახლე! მაღალი პოლიგრაფიული ჟურნალი თვეში ერთხელ "კვირის პალიტრასთან" ერთად უფასოდ გავრცელდება

ჟურნალის დამატების მიუხედავად, გაზეთ "კვირის პალიტრის" ღირებულება არ იცვლება

"Top რეიტინგში" ყოველთვი­ურად სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებიც გამოქვეყნდება, რაც ბიზნესმენებს შესაძლებლობას მისცემს, საზოგადოებაში­ არსებულ განწყობასა და მოსახლეობის ინტერესის სფეროებს მაქსიმალურად დააკვირდნენ.

"კვირის პალიტრა" ერთგულ მკითხველებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს - თვეში ერთხელ, გაზეთთან ერთად, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის 45-გვერდ­იანი ჟურნალი "Top რეიტინგი" უფასოდ გავრცელდება...

მსოფლიოს სიახლეები, ტექნოლოგი­ური ინოვაციები, პოპულარული სასტ­უმროები, ბიზნესრეიტინგები, წარმატებ­ული ადამიანების რჩევები, შოუბიზნესი, მოდა, კულინარია - ერთი სიტყვით, ჟურნალში ყველაფერია იმისთვის, რომ მსოფლიო ტენდენციებზე მრავალფეროვან და ამომწურავ სიახლეებს გაეცნოთ. რაც მთავარია, ჟურნალის დამატების მიუხედავად, გაზეთ "კვირის პალიტრის" ღირებულება არ იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ "Top რეიტინგს", მკით­ხველი ფაქტობრივად, უფასოდ მიიღებს. "კვირის პალიტრის" სიახლე გაზეთის რამდენიმე ერთგულ მკითხველს გავაცანით:

გელა გეგეჭკორი: "წლებია "კვირის­ პალიტრის" მკითხველი ვარ - ყოველ ორშაბათს გაზეთის ყიდვა ჩემს ოჯახში­ ერთგვარ ტრადიციადაც კი ჩამოყალიბდა. ყოველთვის ვიცი, რომ "კვირის პალიტრის" საშუალებით ობიექტურ ინფორმაციას გავეცნობი.

მოხარული ვარ, თუ მკითხველებს გაზეთთან ერთად ჟურნალის ყიდვის შესაძლებლობაც გვექნება - ასე უფრო მეტ და მრავალფეროვან ინფორმაციას მივიღებთ.

განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ვკითხულობ მსოფლიო სიახლეებს, ამიტომ ჟურნალს ყოველთვიურად ინტერესით­ დაველოდები".

მანანა ჟღენტი: "ბოლო პერიოდში თითქმის ყველა საინფორმაციო გადაცემა­ ნეგატიურ ინფორმაციაზეა ორიენტირებული. მედიის განწყობა კი, მაყურებელზეც შესაბამისად აისახება. ამ მხრივ "კვირის პალიტრა" მართლაც გამორჩეულია, რადგან გაზეთში სხვადასხვა სფეროზე მრავალფეროვან ინფორმაციას ვეცნობი. მიხარია, თუ გაზეთთან ერთად ჟურნალის შეძენასაც შევძლებთ, მით უმეტეს, თუ გაზეთის ფასი არ იცვლება. გამოდის,

"კვირის პალიტრა" მკითხველებს მაღალხარისხიან ჟურნალს გვჩუქნის, რაც თავისთავად უკვე სასიამოვნოა".

ჟურნალ "Top რეიტინგში" ყოველთვი­ურად სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებიც გამოქვეყნდება, რაც დაინტერესებულ პირებს, პირველ რიგში კი ბიზნესმენებს, შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებაში­ არსებულ განწყობასა და მოსახლეობის ინტერესის სფეროებს მაქსიმალურად დააკვირდნენ. მოგეხსენებათ, ყველა წარმატებული ბიზნესი მომხმარებლის მაჯისცემას უნდა გრძნობდეს.

თავის მხრივ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ჟურნალის გამოცემაც სარეკლამო დამკვეთებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, მათთვის სასურველი ინფორმაცია მკითხველამდე გაორმაგებული შესაძლებლობებით მიიტანონ.

"Top რეიტინგის" პრიალა ყდა და გვერდები სარეკლამო დამკვეთებისთვის დამატებითი სტიმულია, რომ პროდ­უქციის რეკლამა მკითხველს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით შესთავაზონ. ამას გარდა, ,,Top რეიტ­ინგი" გაზეთის მთლიან ტი­რ­აჟთან ერთად გავრცელდება, მოგეხსენებათ ,,კვირის პალიტრა" ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია საქართველოში,­ შესაბამისად ,,Top რეიტინგი" ერთ-ერთი­ ყველაზე მაღალტირაჟიანი ჟურნალი იქნება.

რუსუდან შელია