ზესტაფონის დასუფთავების სამსახურმა რუსული ნაგავმზიდი შეიძინა

ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის ავტოპარკი ახალი ტექნიკით განახლდა.

დასუფთავების სამსახურმა სპეციალიზირებული, რუსული "კამაზის" მარკის ნაგავმზიდი შეიძინა, რომლის ღირებულება დაახლოებით 158 ათასი ლარია. სერვისცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ახალი ტექნიკა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ უფრო ეფექტური გახდეს დასუფთავების სამსახურის მუშაობა. გია ორბელაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად სუფთა გარემო იყოს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ნაგავმზიდი დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.