”ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კომპანიებს გაეგზავნათ მოთხოვნა საუკეთესო შემოთავაზების შემოტანაზე”

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კომპანიებს გაეგზავნათ მოთხოვნა საბოლოო და საუკეთესო შემოთავაზების შემოტანაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ანაკლიასთან მიმართებაში მინდა მოგახსენოთ, რომ კომპანიებს წინა კვირის პარასკევს გაეგზავნათ მოთხოვნა საბოლოო და საუკეთესო შემოთავაზების შემოტანაზე. მათ აქვთ მიცემული გარკვეული ვადა და ამ ვადაში მათ უნდა წარმოადგინონ საბოლოო და საუკეთესო წინადადებები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 9-10 დეკემბერს ჩინეთში ეკონომიკური კომისია გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება როგორც ჩინური ტვირთების საქართველოზე გატარება, ასევე ანაკლიის პორტის თემა, რომელიც ამ მიმართულებას ებმის. მინისტრი იმედოვნებს, რომ მისი ჩინეთში ყოფნის დროს გამარჯვებულის გამოცხადება მოხერხდება.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩემი ჩინეთში ყოფნის დროს ჩვენ მოვახერხებთ გამარჯვებულის გამოცხადებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.