გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კომპანია ,,ბი-პი"-ს კონტრაქტორი ფირმა ,,ბეხტელენკას" თანამშრომლები გაიფიცნენ. მათ ,,ბი-პი"-ს სამშენებლო ბაზის ტერიტორიაზე დილიდან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საათობრივი ანაზღაურების 1 ლარით გაზრდას, ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულების მინიმუმ ექვს თვემდე გაგრძელებას, ასევე შაბათ დღეს შესრულებული სამუშაოს ორმაგად ანაზღაურებას ითხოვენ.
როგორც ,,ბეხტელენკაში" დასაქმებულები აცხადებენ, ადგილობრივ მუშა-ხელს მიზერული ანაზღაურება აქვს, თურქეთიდან ჩამოყვანილ თანამშრომლებს კი, ორჯერ და სამჯერ მეტი.
აქციიის მონაწილეების თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ, ხვალიდან კი სამშენებლო ბაზის ტერიტორიაზე ტრანსპორტსაც აღარ შეუშვებენ.