დიმიტრი ქუმსიშვილი - სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, 2017 წელს ჩვენ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა გვექნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, 2017 წელს ჩვენ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა გვექნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრმა მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ზრდა მიმდინარე წელს არის 3%-იანი, რაც კარგი მაჩვენებელია.

"ჩვენ ბოლოს 2-2,5 პროცენტზე გვქონდა დაანგარიშებული ზრდა ჩვენი მაჩვენებლებით, თუმცა წლის ბოლოსთვის 2,8-3%-იან ზრდას ველოდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღია. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჟურნალისტები მომავალი წლის პროგნოზითაც დაინტერესდნენ, რაზეც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ასევე 3%-იანი ზრდა არის ჩადებული ბიუჯეტში და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ პროგნოზებშიც ანალოგიური მაჩვენებელია დაფიქსირებული.

"თუმცა, თუ ეს ტემპი გაგრძელდა, რაც ჩვენ გვაქვს, შესაძლოა, აცდეს 3%-იან ზრდას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე