ოქტომბრის თვეში იაპონიაში ბენზინი 20%-ით გაიაფდა

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში იაპონიაში ბენზინი საშუალოდ 20 პროცენტით გაიაფდა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც გამოწვეული იყო იმპორტირებულ ნავთობზე ფასის კლებასთან. ამის შესახებ განაცხადა იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა.

ოქტომბრის თვეში გაიაფებულმა ნავთობმა გამოიწვია ფასების შემცირება ენერგიაზე, მათ შორის ელექტროენერგიაზეც 11,8 პროცენტით. განსაკუთრებით ფასები შემცირდა ნავთზე 27,4 პროცენტით, რომელსაც იაპონია აქტიურად იყენებს გამათბობლის ხელსაწყოებში.

ოქტომბრის თვეში ენერგიაზე შემცირებულმა ფასებმა ქვეყანაში გამოიწვია საერთო ფასების კლება 0,1 პროცენტით, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ სიტუაციით უკმაყოფილოა ხელისუფლება და იაპონიის ცენტრალური ბანკი.

ტოკიო გეგმავს ქვეყანაში ფასების მომატებას 2 პროცენტით, თუმცა ეს ამოცანა 2017 წლის დასაწყისისათვის გადაიდო.