პენსიის ზრდის მოლოდინში: წინასაარჩევნო პიარი თუ ხალხზე მორგებული ბიუჯეტი

2004 წლიდან საქართველოში პენსიის ზღვარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. 14 ლარიდან 160 ლარამდე გაზრდილი პენსიის პროცესი 11-წლიან მონაკვეთში, წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პროგრესია.

პენსიის ზრდის ტემპის გასაანალიზებლად პროცენტული ზრდები დავიანგარიშეთ: 2004 წელს - 4 ლარით; 2005 წელს გაორმაგდა და 28 ლარი შეადგინა; 2006 წელს - 10 ლარით; 2007 წელს - 17 ლარით; 2008 წელს - 15 ლარით; 2009 წელს - 10-ით; 2011 წელს - 20 ლარით; ხოლო 2012 წელს ორჯერ გაიზარდა, 10 და 25 ლარით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო წლის ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით გაიზრდება და 180 ლარი გახდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე