”რაკია” საქართველოში აქტივებს ყიდის

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ”რაკია” საქართველოში აქტივებს ყიდის.

”ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, არაბული ინვესტორი ”რაკია” საქართველოში აქტივების ნაწილს, კერძოდ, უძრავ ქონებას ყიდის.

კომპანია ”რაკიას” ექსკლუზიური წარმომადგენელი უძრავი ქონების პორტფელის მართვის კუთხით ”კოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიაა”. თუმცა ”კოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მისი გაცემის მანდატი - არა.

"რაკია ჯორჯიას" და "რაკიინ დეველოპმენტს" საქართველოში დაახლოებით 300 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული ინვესტიციის სახით. კომპანია ”თბილისი მოლისა” და "შერატონის" მფლობელია.