10-დღიანი სიბნელის შემდეგ ყირიმში შუქი მოვიდა

ყირიმში 10-დღიანი უშუქობის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნახევარკუნძულს დენის მიწოდება აღუდგა.

ელექტროენერგიის დაბრუნება გახარებულმა ყირიმელებმა "ტვიტერის" მეშვეობით ჰეშტეგით - #СветНАШ აღნიშნეს.

რუსეთმა პირველი ელექტროგადამცემი ხაზი ყუბანიდან გაიყვანა და ამით დაიწყო ყირიმის მიერთება რუსეთის ერთიან ელექტროსისტემასთან.

დენის მიწოდების აღდგენას გუშინ საღამოს თავად რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა, რომელიც სპეციალურად ჩაფრინდა სიმფეროპოლში და მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც ქსელის "გაჭიმვაში" მიიღო მონაწილეობა. პუტინის განცხადებით, ოთხიდან მეორე ხაზის გაჭიმვაც უმოკლეს დროში დასრულდება.

კოკა კვირკველია