გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 1177 ათასი ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 1177 ათასი ბარელით გაიზარდა და 489,424 მლნ ბარელი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 135 ათასი ბარელით და შეადგინა 216,867 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები გაიზარდა 3051 ათასი ბარელით და შეადგინა 144,415 მლნ ბარელი.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.