მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას არასამთავრობოები საკონსტიტუციო და ევროპის სასამართლოში გაასაჩივრებენ

თუ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, არასამთავრობო Eco Transport Centre - ETC აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკონსტიტუციო და ევროპის სასამართლოში აპირებს.

„აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავს ადამიანის არჩევანის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას, ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობას საგნების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.