ირაკლი ღარიბაშვილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივისთვის გიორგი მღებრიშვილს მადლობას უხდის

ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა შესაბამისი დარგის მინისტრებსაც მიმართა და სთხოვა, საკითხზე დროული რეაგირება მოახდინონ.

"მინდა კოლეგებს მოგმართოთ - ასეთ საკითხებზე საჭიროა დროული რეაგირება. ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში. მე რაც მესმის ადამიანებისგან, არის მასობრივი ჩივილი და უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ავტომობილები დადიან სპეციალური კატალიზატორის გარეშე, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს. ასევე მინდა გთხოვოთ, საწვავის, დიზელის, ბენზინის გეგმიური შემოწმება რეგულარულად გააგრძელოთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს.

ამასთან, პრემიერმა სხდომაზე დადებითად შეაფასა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივა, რისთვისას შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე