დიმიტრი ქუმსიშვილი - იმპორტი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი

იმპორტი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ანტიდემპინგური კანონპროექტის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განუცხადა. მინისტრის განმარტებით, კანონპროექტი შიდა განხილვების ეტაპზეა და უახლოეს მომავალში აუცილებლად მიეწოდება ბიზნესასოციაციებს იმისათვის, რომ დაიწყოს ამაზე მსჯელობა.

"ანტიდემპინგურ კანონდებლობასთან დაკავშირებით პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული კანონი შემუშავებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრული შესაბამისობით. ეს არის ის კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს. მინდა დავარწმუნო ყველა იმპორტიორი, რომ იმპორტი არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება საქართველოში ფასების სტაბილიზაცია, პროდუქციის და მომსასახურების მოწოდება. შესაბამისად, ჩვენ ამ კანონს ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გვქონდეს ყველა შესაბამისი კანონდებლობა, რაც ჩვენ გვჭირდება და არა იმისათვის, რომ გამოვიყენოთ რაიმე სხვა მიზნებისთვის", -აღნიშნა ქუმსიშვილმა.