კახა კალაძის ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით მოლაპარაკებები მალე დასრულდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით მოლაპარაკებები მალე დასრულდება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

"ყაზახური მხარე იყო ჩამოსული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დასრულდება", - განაცხადა კახა კალაძემ.