კახა კალაძე მიესალმება, თუ "ქართუ ჯგუფი" ქართულ ფეხბურთს დააფინანსებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიესალმება, თუ "ქართუ ჯგუფი" ქართულ ფეხბურთს დააფინანსებს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, "ქართუ ჯგუფი" ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და სპორტშიც ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული.

"მაგალითად რაგბიში ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული. მორაგბეთა ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში დიდი წვლილი აქვს "ქართუ ჯგუფს", რადგან მთელი ინფრასტრუქტურა და სტადიონები, რომელიც შენდება, "ქართუ ჯგუფი" აშენებს. მე მივესალმები თუ ფეხბურთშიც მათი მონაწილეობა იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.