6 დეკემბერს "დასაქმების ტექნოლოგიური ფორუმი" გაიმართება

6 დეკემბერს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" "დასაქმების ტექნოლოგიური ფორუმი" გაიმართება. როგორც სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდიდან" იუწყებიან, სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი დასაქმების და სტაჟირების მსურველი სტუდენტებისთვის იმართება.

"ფორუმზე მოწვეულია 40-მდე ორგანიზაცია კერძო და საჯარო სექტორიდან. წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და სტაჟირების შესაძლებლობა IT-ინჟინერიაში, ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი/მომხმარებელი კომპანიების მიერ", - აცხადებენ ორგანიზატორები.

ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ სტუდენტებს, შეავსონ აპლიკაცია: ვებ-გვერდზე www.technology.gov.ge ან ფონდის "ფეისბუქის" გვერდზე www.facebook.com/techdevelopmentfund.