განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურებათ

"ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის" პროგრამის ფარგლებში, ოთხი საჯარო სკოლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი მოემსახურებათ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ამის შესახებ #87 სკოლაში განაცხადეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ორი ადაპტირებული მიკროავტობუსის შეძენა თბილისის მერიის მიერ განხორციელდა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ოთხი N173-ე, N87-ე, N177-ე და N191-ე საჯარო სკოლები შეირჩა. ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს მერია სრულად დაფარავს.

2016 წელს დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა და დამატებით 6 ადაპტირებული ტრანსპორტის შესყიდვა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობას და სასწვალო პროცესებში ჩართულობის ხარისხს.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას და მათ სასწავლო პროცესში ჩართულობას.