რეჯებ ტაიპ ერდოღანი - "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის უმსხვილესი მყიდველი რუსეთის მოქალაქეა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, გააჩნია მტკიცებულება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ნავთობის ვაჭრობაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. "ჩვენ გვაქვს მტკიცებულება და მას მსოფლიოს ვუჩვენებთ", - განაცხადა ედროღანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის უმსხვილესი მყიდველი სირიელი ბიზნესმენია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

"ვინ ყიდულობს ნავთობს? ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ. სირიელი ჯორჯ ჰასვანი, რომელსაც რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს - ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა ამ ბიზნესში", - განაცხადა პრეზიდენტმა.