„ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველოში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას განახორციელებს

კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ უახლოეს მომავალში კასპში მდებარე ცემენტის ქარხნის მოდერნიზაციას გეგმავს.

როგორც “ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, 2016 წლის  განმავლობაში "ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველოში მინიმუმ 30 მილიონი ლარის ინვესტირებას განახორციელებს.

ინვესტიციის ფარგლებში იგეგმება კასპის კირქვის ახალი გზის მშენებლობა, კირქვის ახალი სამსხვრევის განვითარების პროექტირება და კასპის ცემენტის ქარხანაში მაღალი ძაბვის ქვესადგურების მშენებლობა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ინვესტიცია, რომელიც 2016 წლის 31 დეკემბრამდე აუცილებლად განხორციელდება, მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს და სამომავლოდ "ჰაიდელბერგცემენტი“ უფრო მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს.

ქრისტინე გამთენაძე