სტიქიით დაზარალებულმა ორმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულმა ორმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სვანიძის ქუჩის N7-ში მცხოვრები ნაზი ესაკია და წყნეთისხევის N8/9-ში მცხოვრები კახაბერ ილურიძე ქონების საფასურის ანაზღაურებას საბაზრო ღირებულების მიხედვით დათანხმდნენ.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 46 ოჯახს სულ ჯამში 13 167 913 ლარი ჩაერიცხა.