დიმიტრი ქუმსიშვილი - საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 667 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს

საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 667 მილიონი ლარით აღემატება 2014 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს და 7,1 მილიარდ ლარს აჭარბებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, მსხვილი საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 2015 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 11,2%-ით (574 მილიონი ლარით) და 5, 697 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება მცირე წარმოებას, მინისტრის ინფორმაციით, გაიზარდა 32%-ით და 709 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის მიერ გამოშვებული პროდუქცია გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგში.

"აღნიშნულ პერიოდში მაღალი, ორნიშნა ზრდა 91,7% დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში. ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა საქმიანობაში, როგორიც არის სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა, განათლება, მშენებლობა, ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება და განაწილება და სხვა", - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.