"გვახსოვდეს, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე ანტითურქულ პროპაგანდასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"როდესაც სამარცხვინო ანტითურქულ პროპაგანდას გადავაწყდებით, გვახსოვდეს:

1. თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი (2 მილიარდ დოლარზე მეტი, 2014 წელს)

2. თურქეთის წილი ტურიზმში არის 25% ზე მეტი (1,5 მილიონი ვიზიტორი)

3. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორი, განსაკუთრებით ენერგეტიკაში.

4. თურქეთი არის ჩვენი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფანის პოტენციალის გამოყენების მთავარი შემადგენელი ნაწილი

4. თურქეთიდან გზავნილების ზრდის ტემპი არის ერთერთი ყველაზე მაღალი

5. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე

6. თურქეთი არის ერთადერთი ჩვენი მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყანა

7. თურქეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერი

8. თურქეთში უფრო მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს ვიდრე სადმე სხვაგან, მათ შორის საქართველოში

9. თურქეთთან გვაქვს გამარტივებული უვიზო მიმოსვლა", - წერს გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქზე".