ციციშვილის სახელობის "ბავშვთა ახალი კლინიკა" ჩხოროწყუში პაციენტების უფასო გასინჯვებს გამართავს

5 და 6 დეკემბერს "ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის" სხვადახვა პროფილის პედიატრები ჩხოროწყუს და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ. როგორც "სამედიცინო კორპორაცია ევექსში" აცხადებენ, თბილისიდან მიწვეული 20-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმი ორი დღის განმავლობაში პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევს.

ბავშვთა ქირურგის, პედიატრის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის უფასო გასინჯვები 10.00 საათზე დაიწყება და 18.00 საათამდე გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, მძიმე პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევები თბილისში "ბავშვთა ახალ კლინიკაში" ჩაუტარდებათ.