რუსეთმა თურქული მანდარინის მორიგი პარტია დაბლოკა

რუსეთმა თურქეთიდან მანდარინის მორიგი პარტია დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. როგორც ოფიციალური უწყების განცხადებაში წერია, მანდარინი „ნოვოროსისკის“ გამშვებ პუნქტზე შემოწმდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თურქული მანდარინი არ იყო ჯანსაღი, რის გამოც იგი რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა წელს თურქეთიდან შეტანილი დაახლოებით 15 პარტია მანდარინი დაბლოკა, რაც დაახლოებით 345 ტონას შეადგენდა. უწყების განცხადებით, ხილი არ აკმაყოფილებდა ფიტოსანიტარულ ნორმებს.