„პორშე“ სპორტულ ელექტრომობილს შექმნის

“პორშე“ სპორტული ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობს. გერმანული ავტომწარმოებელი ამ პროექტისთვის 700 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. „პორშეს“ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები, დაახლოებით, 2020 წლისთვის გაიყიდება. ოთხკარიან სპორტულ ელექტრომობილს ერთდროულად დაახლოებით 500 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება.

როგორც „პორშეს“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, ავტომწარმოებლის პროექტი სპორტული ავტომობილების ისტორიაში ახალი ფურცელი იქნება.