ოპეკ-მა ნავთობის მოპოვების კვოტა უცვლელი დატოვა

4 დეკემბერს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკ) შეხვედრა გაიმართა, სადაც ნავთობის მოპოვების ოდენობის მიმდინარე დონეზე შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ოპეკ-ის გენერალური მდივნის აბდალლა ელ-ბადრის განცხადებით, კარტელმა გადადო გადაწყვეტილების მიღება ოპეკის კვოტის ახალი ოდენობის შესახებ კარტელის მომავალ შეხვედრამდე, რომელიც დაგეგმილია 2016 წლის 2 ივნისს.

"ჩვენ ახლა არ შეგვიძლია კვოტის ზუსტი ოდენობის დასახელება. ჩვენ არ ვიცით, როდის გავა ირანი ბაზარზე. მოპოვება ოპეკის შიგნით დროდადრო იცვლება. ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავდოთ ამ გადაწყვეტილების მიღება მომავალ შეხვედრამდე... ჩვენ განვიხილეთ მოთხოვნილების, მიწოდების ოდენობები, ეკონომიკური სიტუაცია და გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად სიტუაცია არ არის ნათელი", - აღნიშნა მან.

2011 წლის დეკემბრის შემდეგ ოპეკ-ის მოპოვების ოფიციალური კვოტა შეადგენს 30 მლნ ბარელს დღეში, თუმცა კარტელის რეალური მოპოვრება ბოლო პერიოდში ამ ციფრს აჭარბებს. სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, ოქტომბრის თვეში ოპეკი მოიპოვებდა საშუალოდ 31,3-31,7 მლნ ბარელს/დღეში.