”მთავრობა ლარს ძირს უთხრის”

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ბიუჯეტის გახარჯვასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

”ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა. კვლავ ვერ ახერხებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები და მათი კონტრაქტორები ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის თანაბარ-ზომიერ ხარჯვას. დეკემბრის თვის დარჩენილ დღეებში ერთ მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. როგორც წესი, ეს თვის ბოლო კვირას მოხდება. მხარჯავი ერთეულები თუ ვერ აითვისებენ ფულს წლის ბოლომდე, იგი ეკარგებათ. მთავრობა ტრადიციულად არ გაწირავს მათ და ბოლო მომენტში გადაურიცხავს. ეს თანხა, როგორც წესი, დეკემბრის ბოლო რიცხვებში და ახალი წლის პირველსავე სამუშაო დღეებში გადაედინება სავალუტო ბირჟაზე და აწვება ლარს. მცირეოდენი პანიკა და იწყება მიბაძვის სინდრომი. დანარჩენი გვინახავს.

ფრთხილად უნდა იყოს ეროვნული ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ფაქტორები მოიხსნა, შიგა ბედოვლათები არსად გამქრალან”, - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე".