გიორგი ქადაგიძე - ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია

ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ეს არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. კითხვაზე, ლარში საპროცენტო განაკვეთები იზრდება და ეს როდემდე გაგრძელდება, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია იმ ინფლაციურ მოლოდინებზე, რომელიც ქვეყანაში იქნება და იმ მაჩვენებელზე, რომელიც არის.

"ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდა დაკავშირებულია იმ მონეტარულ პოლიტიკასთან, რომელიც იყო ჩვენი პასუხი კურსის გაუფასურების ტენდენციასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ როდესაც საპროცენტო განაკვეთებზე ვსაუბრობთ, ვუყურებთ ბიზნეს და იპოთეკურ სესხებს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაზრიდლი საპროცენტო განაკვეთები ეს არის შედეგი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის, რომელიც თავის მხრივ, არის გამოძახილი იმ პროცესებისა, რომელიც ეკონომიკაშია.