თურქეთი ბოლო რუსმა ტურისტმა დატოვა

რუსმა ტურისტებმა თურქეთი დატოვეს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი, დმიტრი გორინი აცხადებს. მისი თქმით, 5 დეკემბრის მონაცემებით, თურქეთში 300 რუს ტურისტზე მეტი არ იყოფებოდა.

„მათი არდადეგები დასრულდა და ისინი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდნენ. ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თურქეთი არცერთ რუს ტურისტს ამ ეტაპზე აღარ მასპინძლობს“, - განაცხადა გორინმა.

მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსეთმა ანკარას არაერთი შეზღუდვა დაუწესა. კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ. დოკუმენტი თურქეთის ბიზნესსექტორის წინააღმდეგ სანქციებს გულისხმობს. კერძოდ, აიკრძალა თურქეთში წარმოებული პროდუქციის იმპორტი. ასევე რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. შეიზღუდა რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ავიარეისებიც. რუსეთის სანქციების გამო, სამოქალაქო ავიამიმოსვლა დაახლოებით 70 პროცენტით შემცირდა.