სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

"სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, 9812,14 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ლ.კ., რომელსაც, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 9812,14 ლარის ოდენობით.