ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. „გარდიანის“ ცნობით, „ბრენტის“ ტიპის ე.წ „შავი ოქროს“ ფასი 0,60 პროცენტით შემცირდა და ერთ ბარელზე 42,75 დოლარი შეადგინა. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი კი კიდევ 1 პროცენტით დაეცა. შედეგად, ერთი ბარელის ფასი, ბოლო მონაცემებით, 39,61 დოლარს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ნავთობის ფასი დღეს აგვისტოს შემდეგ მინიმუმამდე დაეცა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, მოსალოდნელია „შავი ოქროს“ ფასის კიდევ უფრო შემცირება, ვინაიდან მსოფლიო ბაზარს ირანული ნავთობიც შეემატება. დასავლეთის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების შედეგად, ირანული ნედლი ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე მალე გავა.