თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებსა და მათ მოადგილეებს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ

თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებსა და მათ მოადგილეებს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში დაადასტურეს.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას გაავრცელებს.