რომელი ქვეყანა იქნება ლიდერი ელექტრომობილების წარმოებაში

ჩინეთი წელს ელექტრომობილების წარმოების მიხედვით, მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა გახდება. ჩინური მედიის ცნობით, ოფიციალური მონაცემებით, ელექტრომობილების გაყიდვების რაოდენობა წლის ბოლომდე 220 000-დან 250 000-მდე იქნება. ამას გარდა, „ბიზნეს ინსაიდერის“ ინფორმაციით, წელს ელექტრომობილების გაყიდვები მსოფლიოს მასშტაბით 600 000-მდე გაიზრდება.

ამ დრომდე გაყიდვებით წამყვანი ქვეყანა აშშ იყო, თუმცა, იგი წელს მეორე ადგილზე ჩამოინაცვლებს. წინასწარი მონაცემებით, წელს ამერიკული ელექტრომობილების გაყიდვები 180 000-ს მიაღწევს. ჩინეთში ელექტრომობილების წარმოების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, თუმცა ქვეყნის ავტოწარმოების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. მისივე განცხადებით, აუცილებელია ელექტრომობილების ელემენტების ხარისხის გაუმჯობესება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე