ანაკლიის პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დასრულდება

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბოლო და საუკეთესო წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის მიემგზავრება ჩინეთში, სადაც გაიმართება ეკონომიკური კომისია და აღნიშნულ კომისიაზე ერთ-ერთი საკითხი სწორედ ანაკლიის პორტი იქნება.

"14 დეკემბერს დასრულდება ბოლო და საუკეთესო წინადადებების შემოტანა. მე დღეს მივფრინავ ჩინეთში ეკონომიკური კომისიის გასამართად და ერთ-ერთი საკითხი ეკონომიკურ კომისიაზე გვექნება ანაკლიის პორტი, სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინურმა მხარემ, გვსურს, რომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტუროს მათი ინტერესი აღნიშნულ პროექტში მონაწილეობაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.