საქართველო და ლატვია ერთობლივ ფონდს ქმნიან

ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების დაფინანსების მიზნით, საქართველო და ლატვია ერთობლივ ფონდს ქმნიან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომელმაც ლატვიის ეკონომიკის მინისტრ დანა რეიზნიცე-ოზოლასთან ერთად ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გახსნა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის ლატვიას მადლობა გადაუხადა.

"მინდა გითხრათ რამდენიმე საინტერესო ინციატივაზე, მათ შორის ერთობლივი ფონდის შექმნის ინიციატივაზე, იმისთვის, რომ მოხდეს ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება ტურიზმის ნაწილში. ასევე, დღეს ჩვენ მოვაწერთ ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს და შეთანხმებას სტანდარტიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს და ეს თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მეტი და მეტი ბენეფიტი მოიტანოს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე