”არასდროს არ დავივიწყოთ რა გავიარეთ 90-იან წლებში”

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში ანაბრებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

”ვინაიდან 3 წლიან საარჩევნო ციკლში შევა ჩვენი ქვეყანა სულ რამდენიმე თვეში, დარწმუნებული ვარ, ვიღაცას ისევ გაახსენდება მოსახლეობის "მანეთებში" ანაბრების თემა. ამიტომ, "სტატისტიკის" მოყვარულებისთვის დავწერ:

საბჭოთა კავშირის დროინდელი ანაბრები აღიარებულია შიდა ვალში შემდეგი ინდექსაციით. პირველ 1000 მანეთზე – 100 ლარი, ყოველ შემდეგ 1000 მანეთზე – 10 ლარი ანუ თუ დანაზოგი შეადგენდა 50,000 მანეთს, ის შიდა ვალში აღიარებულია, როგორც 590 ლარი.

50,000 მანეთი = 590 ლარს.

და ასეთი მიზერული თანაფარდობით აღიარებული დავალიანება არის 502 მილიონი ლარი.

პ.ს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც კომენტარის დაწერა ზედმეტია. უბრალოდ არასდროს არ დავივიწყოთ რა გავიარეთ 90-იან წლებში”, - წერს გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქზე".