თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 10 დეკემბერს შევა

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს დედაქალაქის მერია საკრებულოში 10 დეკემბერს წარადგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ ბიუჯეტის განხილვა თბილისის საკრებულოში დადგენილი წესით მოხდება.

თბილისის საკრებულომ მერიას 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებებით უკან 20 ნოემბრის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებით დაუბრუნა. მერიაში განმარტავენ, რომ 810 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავს.