ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 3.0%-ით გაიზარდა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ნოემბრში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 3.0%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 44 123 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამა წლის ნოემბერი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა, კარძოდ, 2011 წლის ნოემბერთან (36 733 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით ზრდაა 20.1%-ით, 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 12.5%-ით, 2013 წლის ნოემბერთან (42 664 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.4%-ით, 2014 წლის ნოემბერთან (42 855 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.0%-ით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა. კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (13,3%-ით), ისე მეორადი (3.0%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 -100) დაფიქსირდა 1.049 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.019) აღემატება.

"აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (19.6%-ით), ხოლო შემცირდა მეორადი (0.3%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 288, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 35 835 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0.749 და 1.156 დონეებზე დაფიქსირდა", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, რეესტრის ინფორმაციით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი გაიზარდა, კერძოდ, ამა წლის ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.2%-ს მეორადი, ხოლო 18.8%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის ნოემბერში კი, შესაბამისად, 83.8% და 16.2%).