რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს

რუსული ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, დოლარი რუბლთან მიმართებაში კიდევ 11 კაპიკით გაიზარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 69,6 რუბლი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, იგი კიდევ 5 კაპიკით გამყარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, 1 ევროს ფასი 74,428 რუბლს შეადგენს.

რუსული ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი წელია მნიშვნელოვნად გაუფასურდა. რუბლის დაცემა არაერთ ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მნიშვნელოვან კლებას, ასევე დასავლეთის მიერ უკრაინის კრიზისის გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.