“ზარაფხანამ” ბაქოში პირველი საფირმო მაღაზია გახსნა

კომპანია ”ზარაფხანამ” 6 დეკემბერს ქალაქ ბაქოში საზეიმოდ გახსნა პირველი საფირმო მაღაზია. კომპანიისათვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ”ზარაფხანას” მიერ საქართველოში ნაწარმოები ულამაზესი ნაკეთობები, რომელშიც შერწყმულია საქართველოს ისტორიული საოქრომჭედლო ხელოვნება და თანამედროვე მიმდევრობა, წარმატებით წარადგენს ქართულ წარმოებას ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში.

"ზარაფხანას" საფირმო მაღაზიის მისამართია: აზერბაიჯანი, ქ. ბაქო. ბულბულის გამზირი 3c.