ბაზარზე ახალი ინოვაციური მომსახურება შემოდის – ავეჯი და ტექნიკა დაქირავებით

კომპანია „ჰიპპო“ საქართველოს ბაზარზე ახალი ინოვაციური მომსახურებით შემოდის.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სერვისს, რომლითაც შეუძლია გაიუმჯობესოს ცხოვრება საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის დაქირავებით. მცირედი ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ, მსურველს შეეძლება აირჩიოს სასურველი ნივთი, ისარგებლოს და დააბრუნოს ის სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე. კომპანია სრულ ფინანსურ თავისუფლებასა და კომფორტს უქმნის მომხმარებელს, უხსნის ყოველგვარ ფინანსურ ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქირავებული ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა შეეძლება მომხმარებელს თავისი სურვილის შესაბამისად ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე.

კომპანიაში ამბობენ, რომ პირველად საქართველოში, მომხმარებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, მუდმივად ფლობდეს ახალ და მისთვის სასურველ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ავეჯს და ნივთებს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ეს შეთავაზება ხელსაყრელია მათთვის, ვინც ახალ ბიზნესს იწყებს, სჭირდება საოფისე სრული აღჭურვილობა და ეს ყველაფერი შეუძლია სესხის ან განვადების გარეშე მიიღოს. საბანკო პროცედურებისგან და ფინანსური ვალდებულებებისგან დაცვის გარდა, „ჰიპპოს“ მომხმარებელს არც მეორადი ნივთების რეალიზაციის პრობლემა ექნება.